უნდა იცოდეთ: MediaFire – ატვირთეთ/გაუზიარეთ/შეინახეთ ფაილები ულიმიტოდ !!!


MediaFire-ი გაძლევთ საშუალებას შეინახოთ და გაუზიაროთ ნებიმიერი ფორმატის ფაილი, ყოველგვარი ლიმიტის გარეშე (შეუზღუდავი ვებ სივრცე).

ფაილების ატვირთვა

უფასო ანგარიშით, ყოველ ჯერზე მაქსიმუმ 200 მბ ზომის დოკუმენტების, ხოლო პარალელურ რეჟიმში კი 500 ფაილის ატვირთვა არის დაშვებული.

MediaFire-ში ატვირთული ფაილები შეგვიძლია მოვათავსოთ უკვე არსებულ ან ახლად შექმნილ ფოლდერში, რომელიც თავის მხრივ შეიძება იყოს:

  • Public – საჯარო;
  • Private - კერძო, მხოლოდ ფაილის მფლობელისთვის ხელმისაწვდომი;
  • Password Protected – პაროლით დაცული.

გადმოწერა და გაზიარება

MediaFire-ზე ატვირთული ფაილების გაზიარება რამოდენიმე მეთოდით არის შესაძლებელი:

  • პოპულარულ სოც. მედია ქსელებში;
  • ბლოგებსა და ვებსაიტებზე;
  • ელ. ფოსტის საშუალებით;
  • ბმულის საშუალებით.

ფაილების გადმოწერისთვის არ არის აუცილებელი იყოთ MediaFire-ის დარეგისტრირებული მომხმარებელი; შეგიძლიათ აკონტროლოთ სტატისტიკა და მოქმედებს შემთხვევით შეწყვეტილი გადმოწერის გაგრძელების ფუნქცია (აღარ არის საჭირო ჩამოტვირთვის თავიდან დაწყება).

რა დროის მანძილზე შეინახება ჩემი ფაილები?

არა-აქტიური ფაილები სერვერზე ინახება 60 დღის განმავლობაში, ხოლო ამ პერიოდის გასვლის შემდეგ თქვენს ელ. ფოსტაზე, რომელსაც საიტზე რეგისტრაციისას მიუთითებთ, გამოგეგზავნებათ შეტყობინება ფაილების შესაძლო გაუქმების შესახებ, ხოლო დოკუმენტების (ფაილების) წაშლის თავიდან აცილების მიზნით საკმარისია უბრალოდ შეხვიდეთ MediaFire-ზე თქვენი მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით.

უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო:

მსგავსი პოსტები

 

About Akaki Sanadze

I’m just a person who likes social media, knows its power and believes that SM can and will increase business efficiency.
This entry was posted in WebApps, WebSites / ვებსაიტები and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s