Nutshellmail – მართეთ თქვენი სოც. მედია ანგარიშები მარტივად და ეფექტურად !!!


სოც. მედია აქტივობის კონტროლი, განსაკუთრებით კი მაშინ როცა ერთდროულად რამდენიმე სოციალური ქსელით სარგებლობთ, დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს.

ამ პროცესის გამარტივების მიზნით მრავალი ხელსაწყოა შექმნილი, რომელიც თავის მხრივ წარმატებულად ართმევს თავს ამგვარ პრობლემებს; ხოლო მათ შორის, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესოა NutShellMail-ი.


რა არის NutShellMail

NutShellMail არის სოც. ქსელების მართვის/მონიტორინგის ხელსაწყო, რომელიც გაძლევთ საშუალებას ყველა თქვენი (facebook, twitter, linkedin, youtube და ა.შ.) სოც. მედია სიახლეები/განახლებები მიიღოთ ერთიანად ერთ ვებ-გვერდში, სასურველ დროს, თქვენს ელ. ფოსტაზე.

NutShellMail-ი არ საჭიროებს ინსტალაციას ან Desktop კლიენტის დაყენებას; უბრალოდ დარეგისტრირდით, დაამატეთ თქვენი სოციალური ქსელები და მიუთითეთ განახლებების მიღების სასურველი დრო.

NutShellMail-ი განსაკუთრების გამოსადეგია მათთვის ვინც სამსახურში ვერ სარგებლობს სოციალური ქსელებით.

 

დაამატეთ თქვენი სოც. მედია ანგარიშები

მას შემდეგ რაც გაივლით რეგისტრაციას, გადახვალთ პარამეტრების ასარჩევ გვერდზე, საიდანაც შეგიძლიათ დაამატოთ სასურველი ვებსაიტები სისტემაში (უბრალოდ დაკლიკეთ). დეტალები იხილეთ სურათზე:

Facebook ანგარიშის რედაქტირება

NutShellMail-ი გაძლევთ საშუალებას მაქსიმალურად გაფილტროთ თქვენი Facebook სიახლეები/განახლებები. მონიშნეთ სასურველი ველები (იხილეთ სურათი); მიუთითეთ თითოეული მათგანისთვის საჭირო რაოდენობა; დაამატეთ თქვენი Facebook მეგობრების სიები; მონიშნეთ Facebook გვერდები და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია მათი სტატუსის განახლების, მნახველების და ”Like”-ების შესახებ და მრავალი სხვა.

Twitter ანგარიშის რედაქტირება

დაამატეთ თქვენი Twitter ანგარიში და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია შემდეგი პარამეტრების მიხედვით: ახალი კონტაქტები, ვინ აღარ არის თქვენი მომდევარი, პირდაპირი გზავნილები, გამოხმაურებები, თქვენი Twitter სიების განახლებები, შენახული ძიების შედეგები და მრავალი სხვა.

Linkedin ანგარიშის რედაქტირება

ისევე როგორც Facebook-ის და Twitter-ის შემთხვევაში, აქაც შეგიძლიათ გაფილტროთ სიახლეების არხი სასურველი კრიტერიუმების მიხედვით (იხილეთ სურათი):

აირჩიეთ განახლებების მიღების სასურველი დრო

NutShellMail-ის საშუალებით შეგიძლიათ გამოიწეროთ სიახლეები კვირის დღეების და საათების მიხედვით; უბრალოდ მონიშნეთ სასურველი პარამეტრები და დაკლიკეთ “save” ღილაკი.

P.S. შეგიძლიათ დროის ნებისმიერ მომენტში მოითხოვოთ განახლებების ელ. ფოსტაზე მიღება ”Update” ღილაკზე დაკლიკვით!

მსგავსი პოსტები

About Akaki Sanadze

I’m just a person who likes social media, knows its power and believes that SM can and will increase business efficiency.
This entry was posted in უკატეგორიო and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s