Google Docs: 20 რამ რისი გაკეთაბაც Google-ის დოკუმენტების საშუალებით შეგიძლიათ !!!


თუ სისტემატურად გიწევთ მუშაობა ”Microsoft Office”-ის დოკუმენტებთან, მუდმივად სარგებლობთ ე.წ. ”ფლეშკებით”, იძულებული ხართ თან იქონიოთ იგი და თქვენთვის ნაცნობია მეხსიერების ბარათებით სარგებლობისას შექმნილი დისკომფორტი (რომ არაფერი ვთქვათ ვირუსებსა თუ ტროიანებზე), დღის განმავლობაში სარგებლობთ რამდენიმე კომპიუტერით და ხშირად გიწევთ კოლეგებთან ან მეგობრებთან ერთად ერთსადაიმავე დოკუმენტებზე მუშაობა/კორექტირება, მაშინ ”Google Docs”-ი ნამდვილად, საუკეთესო ალტერნატივა იქნება თქვენთვის!

რა არის “Google Docs” და რისთვის შემიძლია მისი გამოყენება?

Google Docs”-ი ანუ იგივე Google-ის დოკუმენტები, არის უფასო ონლაინ-ოფისი რომელიც მოიცავს: ტექსტურ რედაქტორს, ცხრილურ პროცესორს, პრეზენტაციების შესაქმნელ სერვისს, ონლაინ გამოკითხვების/ფორმების სერვისს და ნახაზების/ნახატების გასაკეთებელ ხელსაწყოს. ეს არის Web-ზე ორიენტირებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ვებ-ბრაუზერში მუშაობს და არ საჭიროებს ინსტალაციას. ”Google Docs”-ში შექმნილი დოკუმენტები ინახება Google-ის სერვერზე და შესაძლებელია მათი ექსპორტი/გადმოწერა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერი კომპიუტერიდან; საკმარისია გქონდეთ ინტერენეტი, მომხარებლის სახელი და პაროლი.

Google Docs”-ით, რომ შეგეძლოთ სარგებლობა, საჭიროა გქონდეთ ანგარიში Google-ის სისტემაში. თუ სარგებლობთ მისი რომელიმე სერვისით (მე ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმე შეიძლება არ სარგებლობდეს), მაშინ უკვე ხართ სისტემაში დარეგისტრირებული და თქვენი მომხმარებლის სახელითა და პაროლით შეგიძლიათ ისარგებლოთ Google-ის მრავალი (Email, Google Reader, Google Docs,  Google Alert, Google Sites, Google Chrome, blogger.com, Youtube და ა.შ.) სერვისიდან ნებისმიერით.

თუ რა მიზნებით შეგვიძლია ამ შესანიშნავი სერვისით სარგებლობა, იხილეთ ჩამონათვალი ქვემოთ:

1 გბ (1024 MB) უფასო ვებ-სივრცე

1. შეგიძლიათ ატვირთოთ ნებისმიერი ფორმატის ფაილები.
2. უფასო ვებ-სივრცის მოცულობაზე გავლენას ახდენს მხოლოდ ატვირთული დოკუმენტები და არანაირად “Google Docs”-ის ფორმატით შექმნილი ფაილები. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგეძლებათ შექმნათ ურიცხვი ოდენობის დოკუმენტები და ამავდროულად არ შეგიმცირდებათ მოცულობა თქვენს კუთვნილ ონლაინ-ოფისში.
3. ვებ-სივრცის განახლება შესაძლებელია შემდეგი ტარიფებით:

  • 20 GB ($5.00 USD per year)
  • 80 GB ($20.00 USD per year)
  • 200 GB ($50.00 USD per year)
  • 400 GB ($100.00 USD per year)
  • 1 TB ($256.00 USD per year)

4. ფაილების ატვირთვისას: Google Chrome, Safari და Firefox ბრაუზერების გამოყენების დროს, შეგიძლიათ პირდაპირ თქვენი კომპიუტერის ეკრანიდან (Desktop) გადაათრიოთ ფაილები ”Google Docs”-ის ატვირთვის ველში.
5. შეგიძლიათ ერთდროულად რამოდენიმე ფაილის ატვირთვა (პირადად მე, ერთდროულად 15-ზე მეტი დოკუმენტი გადამიტანია ”Google Docs”-ში).

ელ. დოკუმენტების ატვირთვა/რედაქტირება/ბეჭდვა

6. Word, Excel და PowerPoint ფაილების ატვირთვა/რედაქტირება/ბეჭდვა (აქვს 2007 წლის ”microsoft ofiice”-ის მხარდაჭერა).

7. შეგიძლიათ ”Google Docs”-დან გაუსვლელად შექმნათ ახალი:

  • Document
  • Presentation
  • Spreadsheet
  • Form – უფასო გამოკითხვის ფორმები
  • Drawing
  • Folder

8. დოკუმენტების რედაქტირებისას ავტომატურად მუშაობს ”Backup” ფუნქცია. ამიტომ არასდროს დაგეკარგებათ ნამუშევარი თუნდაც ინტერნეტიდან გამოვარდნის ან სხვა მსგავს შემთხვევებში.

9. ”Google Docs”-ს აქვს ათასობით სხვადასხვა ”Template”-ი რომლითაგანაც შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო.

10. აქვს ძალიან ეფექტური დოკუმენტებში ძიების სერვისი.

11. დოკუმენტებში მუშაობისას/რედაქტირებისას შეგიძლიათ ჩასვათ სასურველი სურათი შემდეგი მეთოდების გამოყენებით:

  • გადაათრიოთ კომპიუტერის ეკრანიდან ”მაუსის” გამოყენებით
  • ატვირთოთ თქვენი კომპიუტერიდან
  • ჩასვათ ბმულის მითითების საშუალებით

12. მუშაობს ”Optical Character Recognition” ფუნქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ატვირთოთ PDF ფაილები(არაუმეტეს 2 მბ) ან სურათები (არაუმეტეს 2 მბ, ხოლო ფორმატით:.jpg, .gif, .png) და აქციოთ ტექსტურ ფაილად. PDF-ის შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ დოკუმენტის პირველი 10 გვერდის რედაქტირება.

13. შეგიძლიათ გადათარგმნოთ დოკუმენტები 53 სხვადასხვა ენაზე. (სამწუხაროდ, უცხოურიდან ქართულ ენაზე თარგმნის ფუნქცია არ არის გააქტიურებული).

 

დოკუმენტების გაზიარება და ერთობლივი მუშაობა რეალურ დროში

14. გაზიარება შესაძლებელია სამი სხვადასხვა მეთოდით:

  • Public on the web – თუკი დოკუმენტს გახდით საჯაროდ ხელმისაწვდომს, იგი ინდექსირდება ანუ შესაძლებელი იქნება მისი მოძიება ინტერნეტის საშუალებით.
  • Anyone with the link – გაუზიარებთ ნებისმიერ ადამიანს ვისაც დოკუმენტის ბმული ექნება.
  • Private – შეგეძლებათ მხოლოდ თავად სარგებლობა.

15. შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ დოკუმენტი თქვენს ვებსაიტსა თუ ბლოგზე.

16. შეგიძლიათ ზიარი გახადოთ მთელი ფოლდერი.

17. შეგიძლიათ ერთდროულად რამოდენიმე ადამიანმა იმუშაოთ ერთსა და იმავე დოკუმენტზე და თქვენი ნამუშევარი რეალურ დროში აისახება თქვენი მეგობრის ბრაუზერში.

18. ერთობლივი მუშაობისას შეგიძლათ ჩატით სარგებლობა.

Mobile Support

20. შეგიძლიათ მობილური ტელეფონებიდან თქვენი დოკუმენტების ნახვა/რედაქტირება.

 

Google Chrome Browser Apps & Extensions

App: Google Docs

Extension: Google Docs Viewer – გაძლევთ საშუალებას Google Chrome ბრაუზერის ხელსაწყოების პანელში, “Google Docs”-ში შესვლის გარეშე, იხილოთ თქვენი დოკუმენტები, გადაარქვათ სახელი, წაშალოთ ან შექმნათ ახალი ფაილები და ა.შ.

Extension: Send to Google Docs – შეინახეთ ნებისმიერი ვებ გვერდი PDF ფაილად თქვენს “Google Docs”-ში.

Extension: Import to Google Docs - ეს გაფართოება გაძლევთ საშუალებას ნებისმიერი დოკუმენტი (მაგალითად: .doc, .docx, .ppt და ა.შ. ), რომელსაც Web-ზე იხილავთ, გახსნათ “Google Docs”-ის Viewer-ით და მარტივად შეინახოთ თქვენს დოკუმენტებში.

Google Docs’s YouTube Channel & Blog

გამოიწერეთ სიახლები ”Google Docs”-ის ოფიციალური ბლოგიდან და იყავით ინფორმირებული მიმდინარე ახალი ამბების შესახებ; ხოლო ოფიციალურ YouTube არხზე შეგიძლიათ იხილოთ მრავალი ვიდეო გაკვეთილი, რომელიც მოგცემთ საშუალებას უკეთ აითვისოთ ”Google Docs”-ის გამოყენება.

მსგავსი პოსტები

 

About Akaki Sanadze

I’m just a person who likes social media, knows its power and believes that SM can and will increase business efficiency.
This entry was posted in Google-ის სერვისები, Social Media / სოც. მედია and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s