უნდა იცოდეთ: WolframAlpha – ცოდნის გამოთვლითი ძრავი !!!



 

ჩვენს ცხოვრებაში ინფორმაციის ძიება ინტერნეტში ჩვეულებრივ საქმიანობას წარმოადგენს. ვიცით მეთოდები როგორ გავფილტროთ ძიების შედეგები, სად ვეძებოთ, როგორ და ა.შ., მაგრამ ხშირად ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია; განსაკუთრებით მაშინ როდესაც საჭირო ხდება რამდენიმე რესურსის მოძიება და გაანალიზება ერთი სასურველი შედეგის მისაღებად. მაგალითად: თუ მინდა, რომ შევადარო ერთმანეთს Facebook-ი, Twitter-ი და Odnoklassniki-ი, წარმოიდგინეთ რამდენი დროის დახარჯვა მომიწევს ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად საძიებო სისტემების საშუალებით.  WolframAlpha-ს ამისთვის მხოლოდ რამდენიმე წამი სჭირდება! საკმარისია ჩავწეროთ ძიების ველში facebook.com, twitter.com, odnoklassniki.ru რომ მივიღოთ დეტალური ინფორმაცია სოციალური ქსელების შესახებ (იხილეთ სურათი).



WolframAlpha არ არის უბრალოდ საძიებო ძრავი, რომელიც უამრავი სხვადასხვა რესურსების ნუსხას წარმოგიდგენთ. ეს არის კითხვებზე პასუხის გამცემი ონლაინ სერვისი რომელიც თქვენს ძიების შედეგებს, ფაქტობრივი მონაცემებით და დიაგრამებით წარმოგიდგენთ.

WolframAlpha ძიებიის კრიტერიუმის გასაანალიზებლად იყენებს 10 000-ზე მეტ CPU-ს და ამიტომ შედეგების მიღება მინიმალურ დროში არის შესაძლებელი. სერვისი უფასოა, ხოლო მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერი პროფესიის, ნებისმიერ ადამინს.

მაგალითები

იმისთვის, რომ ისარგებლოთ WolframAlpha-ს სერვისით საჭიროა შეხვიდეთ http://wolframalpha.com მისამართზე, ძიების ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი შეკითხვა (ინგლისურ ენაზე) და დაკლიკოთ Enter ღილაკი თქვენი კლავიატურიდან.

WolframAlpha-ს შესაძლებლობები პრაქტიკულად ამოუწურავია. გთავაზობთ ზოგიერთ მაგალითს:

  • გაიგეთ მანძილი ნებისმიერ ორ ქალაქს შორის: distance Tbilisi, Kutaisi
  • მიიღეთ ინფორმაცია ქალაქების/ქვეყნების შესახებ: Tbilisi
  • ამოხსენით მათემატიკური ამოცანები/განტოლებები და ა.შ.:  X^3+2*X^2+45*X+789=0
  • დაშალეთ რიცხვი მარტივ მამრავლებად და გაიგეთ გამყოფები: factor 81 , factor 2*x^5-19*x^4+58*x^3-67*x^2+56*x-48
  • იპოვეთ რიცხვების უდიდესი საერთო გამყოფი: gcd 24, 36, 48, 60
  • გამოთვლეთ პოკერში „Full House”-ის მოსვლის ალბათობა: poker full house
  • მიიღეთ ინფორმაცია ნებისმიერი დომენის შესახებ: google.com
  • შეადარეთ რამდენიმე ქალაქი/ქვეყანა ერთმანეთს: Tbilisi, Paris, London
  • გამოაკელით ან შეკრიბეთ თარიღები: 15/11/2010 – 29/03/1989
  • მიიღეთ ინფორმაცია ბოლო მიწისძვრების შესახებ: earthquake
  • მიიღეთ ინფორმაცია წარსულში ამინდის შესახებ: weather in Tbilisi 14/03/1982
  • გაიგეთ თქვენი ადგილმდებარეობა IP-ის მიხედვით: Where am I?
  • გაიგეთ რა დროა ნებისმიერ ქალაქში ჩვენი დროით: Time in Tokio
  • და მრავალი სხვა.

 

დამატებით…

ოფიციალური ბლოგი

გამოიწერეთ RSS სიახლეები და იყავით ინფორმირებული WolframAlpha-ს სიახლეების შესახებ!

სხვადასხვა მაგალითები

დეტალურად იხილეთ WolframAlpha-ს გამოყენების ინსტრუქციები სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით!

DOWNLOADS

გადმოიწერეთ WolframAlpha-ს widget-ები, Extension-ები და ა.შ. თქვენი კომპიუტერის და მობილურებისთვის!

Youtube Channel

იხილეთ ვიდეო გაკვეთილები WolframAlpha-ს შესახებ!

Wikipedia

მიიღეთ დეტალური ინფორმაცია WolframAlpha-ს შესახებ!

მსგავსი სტატიები

 

About Akaki Sanadze

I’m just a person who likes social media, knows its power and believes that SM can and will increase business efficiency.
This entry was posted in WebApps, WebSites / ვებსაიტები and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s