28 ოქტომბერს, Facebook-მა ახალი სერვისი დანერგა, რომლის საშუალებით შეგვიძლია ნებისმიერი ორი პროფილის: საკუთარის რომელიმე მეგობართან ან ჩვენი მეგობრების ერთმანეთს შორის, (აუცილებლად უნდა იყვნენ ჩვენი კონტაქტები) ყველა საერთო აქტივობების ერთდროულად ერთ გვერდზე ხილვა:
-
ერთმანეთის კედლებზე გაკეთებული პოსტები
-
კომენტარები
-
ღონისძიებები
-
საერთო Facebook გვერდების ნუსხა
-
საერთო მეგობრების სია.
FriendShip გვერდის დიზაინი
გვერდი მარტივი დიზაინით გამოირჩევა.
FriendShip გვერდზე შესვლისას დაინახავთ:
-
სურათს რომელზედაც ორივე საძიებელი პროფილის მეპატრონე იქნება გამოსახული; რა თქმა უნდა თუკი ორივე მონიშნულია რომელიმე სურათზე;
-
სურათის გასწვრივ იხილავთ პიროვნებების სახელებს, რომელთა შედარებაც ხდება;
-
სურათის ქვეშ იქნება: კედლის პოსტები, კომენტარები, ღონისძიებები და საერთო Facebook გვერდების ნუსხა, ისევე როგორც საერთო მეგობრების სია.
-
FriendShip გვერდზე მარჯვენა მხარეს, თავში არის განთავსებული რამდენიმე თქვენი მეგობრების პროფილების შედარების შემოთავაზება და მის ქვეშ, ორ ცარიელ ველში შეგიძლიათ ჩაწეროთ სასურველი შესადარებელი პროფილების სახელები და შედეგის სანახავად უნდა დაკლიკეთ “See Friendship” ღილაკი.
როგორ შევიდეთ FriendShip გვერდზე?
FriendShip გვერდზე გადასასვლელად შეგვიძლია გამოვიყენოთ სამი სხვადასხვა მეთოდი:
1. უნდა გადავიდეთ ჩვენი მეგობრის პროფილში და მისი პროფილის სურათის ქვეშ იხილავთ ღილაკს “შენ და თქვენი მეგობრის სახელი”
2. უნდა შევიდეთ ჩვენი მეგობრის პროფილში და დავკლიკოთ ღილაკი “ფილტრები” რის შემდეგაც გამოჩნდება ღილაკი “Friendship page”
3. ტექნიკური მეთოდია. უნდა აკრიფოთ URL-ი:
http://www.facebook.com/[User ID or Username #1]?and=[User ID or Username #2]
[User ID or Username #1 ] და [User ID or Username #2] -ის ადგილას უნდა მიუთითოთ შესაბამისად თქვენი საძიებელი ადამიანების პროფილის ID ან მომხმარებლის სახელები.
მსგავსი სტატიები:
- Static FBML Guide – შექმენით შესანიშნავი Facebook გვერდები!!!
- Facebook: როგორ გავიგო ვინ ნახულობს ჩემს პროფილს?!ოქტ
- Facebook Page Browser – პოპულარული Facebook გვერდების აღმოჩენის და გაწევრიანების ყველაზე იოლი საშუალება!!!
- Facebook Friends List – 7 ბენეფიტი რომელიც უნდა იცოდეთ!!!
- Facebook: პროფილი vs. გვერდი vs. ჯგუფი !!!
- Unfriend Finder for Facebook – გაიგეთ ვინ აღარ მეგობრობს თქვენთან facebook-ში!!!
- Facebook tools – ვებსაიტები და აპლიკაციები (ნაწილი 1)
- Facebook-ი ბიზნესისათვის – 23 მძლავრი საშუალება რომელიც უნდა იცოდეთ!!!











maseti ro araferi weria facebookis gverdze?
ეს პოსტი დაწერილია სანამ facebook-ის მესვეურები ახალ დიზაინ შექმნიდნენ.
ამჟამად ”FriendShip Page”-ი შეგიძლია იხილო რომელიმე მეგობრის პროფილში შესვლისას მარჯვენა ზედა კუთხეში ”See FriendShip” სახელწოდებით
madloba
არაფრის