ალბათ გინახავთ მრავალი Facebook გვერდი, რომელიც არის მიმზიდველი და აქვს შესანიშნავი გრაფიკული გაფორმება; თუ თქვენ გაინტერესებთ როგორ შეიძლება ამის გაკეთება? – პასუხი მარტივია: თქვენ გჭირდება „Static FBML“ აპლიკაციით სარგებლობა!!!
„Static FBML“-ს გამოყენებისთვის საჭირო პროგრამული ენების მინიმალური ცოდნა, რომელიც პრაქტიკულად რამდენიმე სტრიქონიანი კოდის კოპირებით შეიძლება შემოიფარგლოს; ცხადია, ეს იმაზეა დამოკიდებული როგორი სირთულის სამუშაოს შესრულებას აპირებთ.
რა არის Static FBML-ი
FBML-ი შექმნილია HTML-ის ბაზაზე და იგი იშიფრება როგორც Facebook Markup Language.
„Static FBML“ მარტივი აპლიკაციაა, რომელიც საშუალებას აძლევს ფართო მასებს შექმნან განსხვავებული და გამორჩეული Facebook გვერდები.
Static FBML-ის დაყენების ინსტრუქცია
რამდენიმე კვირის უკან Facebook-მა განაახლა გვერდების (pages) დიზაინი და მნიშვნელოვნად გაამარტივა მართვის პროცესი.
FBML-ის თქვენს Facebook გვერდზე დასამატებლად საჭიროა: შეხვიდეთ გვერდზე (Facebook page) -> გვერდი-რედაქტირება -> აპლიკაციები -> იპოვეთ Static FBML აპლიკაცია (“Applications you may like”-ში) -> პროგრამის დამატება
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ FBML აპლიკაციის გამოყენება მხოლოდ Facebook გვერდებისთვის არის შესაძლებელი და მაქსიმუმ 10 განსხვავებული Tab-ის შექმნაა დაშვებული თითოეული გვერდისთვის.
აპლიკაციაში შესასვლელად საჭიროა დაკლიკოთ: გვერდი-რედაქტირება -> აპლიკაციები -> მოძებნეთ FBML აპლიკაცია -> Go to Application
FBML Tab-ში სურათის ჩასმა
ყველაზე ხშირად ეს აპლიკაცია სწორედ სურათების (ლოგოები, პროდუქტები, მიმართვები და ა.შ.) დასამატებლად გამოიყენება ბრენდებისა და ჩვეულებრივი მომხმარებლების მხრიდან. მაგალითად მე ვიყენებ ამ აპლიკაციას http://facebook.com/GeoPayPal-ში, გვერდის მთავარი დანიშნულების გამოსახატავად.
FBML აპლიკაციაში სურათის დასამატებლად საჭიროა:
1. მზა სურათი ატვირთეთ http://photobucket.com-ზე. (Facebook გვერდებთან სწორედ ამ ვებსაიტის სერვისის გამოყენება არის სასურველი; უბრალოდ – უპრობლემოა);
2. დააკოპირეთ კოდი (კოდში შეცვალეთ მხოლოდ წითელი ფერით გამოყოფილი სიმბოლოები!):
<div align=center>
<a href=”გადასასვლელი ლინკი” target=”_blank”><img src=”სურათის ლინკი” border=”0″ alt=” “></a>
</div>
მნიშვნელოვანია: კოპირების შემდეგ კოდში გამოყენებული ყველა ბრჭყალი თავიდან, თქვენი ხელით კლავიატურიდან აკრიფოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში არ იმუშავებს!!!
3. გადადით FBML აპლიკაციაში (აპლიკაციაში შესასვლელად საჭიროა დაკლიკოთ: გვერდი-რედაქტირება -> აპლიკაციები -> მოძებნეთ FBML აპლიკაცია -> Go to Application), შეარჩიეთ Tab-ის სახელწოდება და ჩასვით კოდი
4. კოდში მიუთითეთ თქვენი URL-ი რომელზედაც გსურთ, რომ მომხმარებელი სურათზე დაკლიკვის შემდეგ გადავიდეს (გადასასვლელი ლინკი) და http://photobucket.com-დან (ან სხვა ვებსაიტიდან. მე პირადად wordpress.com-ის სერვერს ვიყენებ და მუშაობს) დააკოპირეთ თქვენი ატვირთული სურათის პირდაპირი ელ. მისამართი და ჩასვით “სურათის ლინკი“-ის ადგილას.
გაითვალისწინეთ, რომ სურათის სიგანე არ უნდა აღემატებოდეს 520px-ს.
5. დაბრუნდით თქვენს გვერდზე და შეამოწმეთ აპლიკაციის გამართული მუშაობა. საჭიროების შემთხვევაში შეიტანეთ ცვლილებები.
FBML-ის Landing Tab-ად დაყენება
იმისთვის, რომ ჩვენს Facebook გვერდზე შემოსულ, ყოველ, პირველად მნახველს ვაჩვენოთ ჩვენთვის სასურველი Tab-ი, ამისათვის საჭიროა დავკლიკოთ პარამეტრები
შემდეგ გავაკეთოთ სასურველი არჩევანი: გრაფაში „Default Landing Tab for Everyone Else“ უნდა მივუთითოთ ჩვენი შექმნილი ტაბის სახელწოდება, ჩემს შემთხვევაში “Welcome“
მსგავსი სტატიები:
- Facebook: როგორ გავიგო ვინ ნახულობს ჩემს პროფილს?!
- Facebook Page Browser – პოპულარული Facebook გვერდების აღმოჩენის და გაწევრიანების ყველაზე იოლი საშუალება!!!
- Facebook Friends List – 7 ბენეფიტი რომელიც უნდა იცოდეთ!!!
- Facebook: პროფილი vs. გვერდი vs. ჯგუფი !!!
- Unfriend Finder for Facebook – გაიგეთ ვინ აღარ მეგობრობს თქვენთან facebook-ში!!!
- Facebook tools – ვებსაიტები და აპლიკაციები (ნაწილი 1)
- Facebook-ი ბიზნესისათვის – 23 მძლავრი საშუალება რომელიც უნდა იცოდეთ!!!
















აკაკი ეს ძალიან კარგი საშვალებაა, მაგრამ მე tabside -ი მირჩევნია, უფრო მარტივია…
http://www.facebook.com/samoselipirveli?v=app_6261817190#!/TabSite?v=wall