“Google Chrome“-ი არის ინტერნეტ ბრაუზერი, რომელიც 2008 წლის 11 დეკემბერს გამოუშვა Google-მა.
“Google Chrome“-ის პოპულარობა დღითი-დღე იზრდება და 2010 წლის სექტემბრის მონაცემებით იგი არის რიგით მესამე ყველაზე გამოყენებადი ბრაუზერი მსოფლიო მასშტაბით, 7.98%-იანი წილით ბაზარზე.
პირადად მე, წელიწადზე მეტია რაც მას ვიყენებ და ძალიან კმაყოფილი ვარ! უდაოდ, “Google Chrome”-ი გახდა ჩემი ფავორიტი ბრაუზერი მისი, ხშირ შემთხვევაში უნიკალური და ძალაინ საჭირო შესაძლებლობების გამო:
#1 Sync (სინქრონიზაცია)
უაღრესად საჭირო და ძალიან ეფექტური სერვისია!
როდესაც გიწევთ ოპერაციული სისტემის გადაყენება/შეცვლა ან ერთდროულად სხვადასხვა კომპიტერეზე მუშაობა (მაგ: თუკი სახლში გაქვთ Desktop კომპიუტერი და ამავე დროს Leptop-ი), საკმაოდ რთული და მოუხერხებელი პროცესია თქვენს ბრაუზერში არსებული ფავორიტი საიტების ტრანსპორტირება და შემდეგ მათი გამოყენება ახლად დაყენებულ ბრაუზერში. ასევე რთული და მომქანცველი პროცესია ყველა იმ ვებსაიტზე რომელსაც ვიყენებთ (ხშირ შემთხვევაში ეს რამდენიმე ათეულს აღემატება) ხელახლა პაროლების და მომხმარებლის სახელების შეყვანა.
“Google Chrome”-ის Sync ფუნქციის საშუალებით შეგიძლიათ თქვენი ფავორიტების (Bookmarks), მომხმარებლის სახელების და პაროლების (რომელსაც სხვადასხვა ვებსაიტებზე იყენებთ), Extension-ების, თემების და ა.შ. სინქრონიზაცია ერთდროულად რამდენიმე კომპიუტერზე. ეს შესაძლებელია “Google Chrome”-ზე თქვენი Google ანგარიშის მიბმის საშუალებით, რის შემდეგაც ყველა თქვენი მონაცემი Google-ის სერვერებზე ინახება და ამგვარად შესაძლებელი ხდება ნებისმიერ დროს მისი აღდგენა და გამოყენება.
სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ Sync ფუნქციის გააქტიურების შემდეგ თქვენ აღარ დაგჭირდებათ:
-
ფავორიტების ტრანსპორტირება;
-
ვებსაიტებზე მომხმარებლის სახელების და პაროლების ხელახლა შეყვანა;
-
Extension-ების თავიდან დაყენება;
-
თემების თავიდან დაყენება და ა.შ.
სინქრონიზაციის ფუნქციის ჩასართავად და გასააქტიურებლად საჭიროა “Google Chrome”-ში შეხვიდეთ Options -> Personal Stuff -> Sync
#2 Speed (გაშვების და ჩამოტვირთვის სისწრაფე)
უამრავი ტესტი იქნა ჩატარებული Google Chrome -სა და სხვა ვებ ბრაუზერებს შორის და მოგებული ყოველთვის Chrome-ი გამოდიოდა. იგი ყველაზე სწრაფად ეშვება (start), ყველაზე სწრაფად ტვირთავს გვერდებს და ყველაზე სწრაფად მუშაობს ვებ-აპლიკაციები.
“Google Chrome”-ი სპეციალურად შეიქმნა სწრაფად მუშაობისთვის!!!
Chrome-ის სწრაფი მუშაობის საიდუმლო იმაშია, რომ იგი იყენებს გვერდების ჩამოტვირთვის დასაჩქარებლად კომპიუტერის ოპერატიულ მეხსიერებას.
#3 Security (უსაფრთხოება)
Chrome-ი პერიოდულად იწერს “შავი სიის” განახლებებს (phishing და malware), რომელიც გვიცავს ზიანის მომტან ვებსაიტებზე შესვლისგან (ასეთ შემთხვევაში “Google Chrome“-ი გვაფრთხილებს და საშუალებას გვაძლევს თავად გადავწყვიტოთ ვეწვიოთ თუ არა ამათუ იმ ვებსაიტს). ასევე იგი იყენებს “Sandboxing“-ს რომელიც ბრაუზერს არ აძლევს საშუალებას შეცვალოს ან წაიკითხოს ინფორმაცია თქვენი კომპიუტერიდან.
#4 Stability (სტაბილური მუშაობა)
“Google Chrome“-ის Tab-ები შექმნილია ისე, რომ იმუშაოს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, როდესაც შეცდომა მოხდება ერთ Tab-ში ეს არ გამოიწვევს მთლიანად ბრაუზერის გათიშვის და ხელმეორედ გაშვების აუცილებლობას.
#5 Tab Management (Tab-ების ეფექტური მართვა)
მაუსის საშუალებით შეგიძლიათ ნებისმიერ Tab-ი გადაათრიოთ სხვადასხვა ფანჯრებში.
#6 Effective Design (ეფექტური დიზაინი)
“Google Chrome“-ს აქვს ძალიან ეფექტური დიზაინი. თავად ბრაუზერი იყენებს თქვენი ეკრანის მინიმალურ ფართობს, რითაც ძალიან აადვილებს საიტის შინაარსზე ფოკუსირებას. ეს ფუნქცია განსაკუთრებით აქტუალურია Laptop-ების და პატარა ეკრანის მქონე კომპიუტერების მეპატრონეთათვის.
#7 Extensions (გაფართოებები)
Extension-ები არის “Google Chrome”-ისთვის შექმნილი პატარა კომპიუტერული პროგრამები, რომელიც ძალიან იოლად ინსტალირდება, რის შემდეგაც მათი იარლიყები შეგიძლიათ იხილოთ Chrome-ის პანელზე.
Extension-ების შერჩევა შეგიძლიათ სხვადასხვა კატეგორიებიდან: Accessibility, Blogging, by Google, Fun, News & weather, Photos, Productivity, Search tools, Shopping, Social, Sports
და Web development. ასევე გთავაზობთ ზოგიერთი ძალიან სასარგებლო გაფართოებების ჩამონათვალს:
#8 Creative Address Bar (Omnibox by Google)
Google Ominbox-ი არის ინოვაციური, ძალიან სასარგებლო, ეფექტური და მნიშვნელოვანი ხელსაწყო, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას 3 სხვადასხვა დანიშნულებით:
1. სტანდარტულად როგორც ყველა “address bar”-ი URL-ის მისათითებლად;
2. შეგიძლიათ პირდაპირ ჩაწეროთ საძიებელი ფრაზა და დაკლიკოთ Enter ღილაკი თქვენი კომპიუტერის კლავიატურიდან, რის შემდეგაც გაიხსნება Google-ის ვებგვერდი თქვენი ძიების კრიტერიუმებით;
3. როდესაც თქვენ მიუთითებთ საიტის URL-ს სრულად, Chrome-ი შემოგთავაზებთ დაკლიკოთ თქვენი კლავიატურიდან Tab ღილაკი ამ კონკრეტულ საიტზე ძიების განხორციელებისათვის, რის შემდეგაც შეგიძლიათ უკვე მიუთითოთ თქვენი საძიებო ფრაზაც.
მაგ: თუ მინდა, რომ http://file.ge -ზე ვიპოვო სერიალ “სიცრუის თეორიის” სერიები, “address bar”-ში შემიძლია მივუთითო URL-ი, დავკლიკო Tab ღილაკზე კლავიატურიდან, ვწერთ სასურველ ძიების კრიტერიუმს და შემდეგ კვლავ Enter ღილაკს, რის შემდეგაც მივიღებ სასურველ შედეგს! და ეს უშუალოდ საიტზე შეუსვლელად !!!
#9 Ability to reopen closed Tabs (აღადგინეთ შემთხვევით გათიშული Tab-ები)
ხშირად არის, რომ შემთხვევით გაგვეთიშება ბრაუზერის Tab-ი და ვკარგავთ სასურველ საიტს, ამის შემდეგ გვიწევს ვებ-ბრაუზერის ისტორიებში ძიება და ა.შ., Chrome-ი აქაც შესანიშნავ გადაწყვეტას გვთავაზობს: როდესაც მსგავსი რამ მოხდება, ნებისმიერ Tab-ზე მიიტანეთ კურსორი და გახსენით კონტექსტური მენიუ (მაუსის მარჯვენა ღილაკი დაკლიკეთ), დაინახავთ “Reopen closed tab” ღილაკს, ხოლო მასზე დაჭერით თქვენ აღადგენთ გათიშულ საიტს!

#10 Easy Bookmarking (საიტების ფავორიტებში დამატების სიმარტივე)
Chrome-ი გვთავაზობს სასურველი ვებსაიტების ფავორიტებში დამატების უიოლეს საშუალებას: უბრალოდ დაკლიკეთ ვარსკვლავი!

#11 Privacy (კონფიდენციალურობა)
#12 Support (დახმარება)
“Google Chrome”-ს აქვს შესანიშნავი ონლაინ დახმარება/მხარდაჭერა მწარმოებლისაგან:
მსგავსი სტატიები:
- Google Reader – ვებსაიტებზე სიახლეების მონიტორინგის ყველაზე ეფექტური საშუალება!!!
- გამოიყენეთ Google-ი როგორც კალკულატორი !!!
- Search Google like a PRO – დაზოგეთ დრო და ნერვები! 19 Google-ის ოპერატორი რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ!!!
- Google Alert – Google-ში ავტომატური ძიების შესანიშნავი ინსტრუმენტი!!!













ყველაზე უპრეტენზიო, მსუბუქი და საყვარელი ბრაუზერია. ხშირად ვიყენებ. ))
….ki dzlian dzlieri browser-ia google chrome, magram piradad me firefox mirchevnia….
თუ ვინმემ იცით დამეხმარეთ,Google Chrome_ზე დავაყენო Translateri ოღონდ ქართული ენა რო შედიოდეს,ან ხომ არიცით ვინმემ როგორ ჩავამატო Google–Translater_ში ქართული ენა..
P.s.აი მაუსს რო მიიტან და რო თარგმნის ე მაგაზე ვამბობ,სადღაც ვნახე და ვერაფრით ვიპოვე მერე..
გ მ ა დ ლ ო ბ თ ! ! ! :–)
ამის გაკეთება შეგიძლია Google Chrome -ის “Google dictionary” extension-ის გამოყენებით. URL: http://goo.gl/O8Oz
თუმცა ქართული ენის მხარდაჭერა სამწუხაროდ არ გააჩნია (შესაძლებელია რუსული ენის გამოყენება).
სიტყვის გადასათარგმნად საჭიროა მისი მონიშვნა და 2-ჯერ დაკლიკვა
firefox ი მირჩევნია მე პირადად. თუმცა ქრომიც ძალიან მაგარია.