Google Reader – ვებსაიტებზე სიახლეების მონიტორინგის ყველაზე ეფექტური საშუალება!!!


Add to FacebookAdd to DiggAdd to Del.icio.usAdd to StumbleuponAdd to RedditAdd to BlinklistAdd to TwitterAdd to TechnoratiAdd to Yahoo BuzzAdd to Newsvine

თუ თქვენ ყოველდღიურად ინტერნეტით ნახულობთ უამრავ სტატიებს, აკვირდებით სხვადსხვა საიტებზე სიახლეებს, გაინტერესებთ ახალი ვაკანსიები რომელიც http://hr.com.ge -ზე და http://jobs.ge -ზე აისახება, გსურთ, რომ არ გამოგრჩეთ არცერთი ახალი „პოსტი“ და ყველაფერი ეს გინდათ აკეთოთ მინიმალური დროის დანახარჯით, მაშინ ყველაზე ეფექტური, იოლი, კარგი და ხარისხიანი კონტროლის მექანიზმი არის „Google Reader“ -ი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს RSS feed და RSS atom არხების მენეჯერს.


1. რა არის  RSS?

სურ. 1 RSS ლოგო

სურ. 1 RSS ლოგო

ალბათ უამრავ ვებსაიტებზე შეგინიშნავთ RSS ლოგო, რომელიც როგორც წესი ვებგვერდის ან თავშია განთავსებული ან ბოლოში; ტექნიკურად RSS არის Really Simple Syndication (ნამდვილად მარტივი სინდიკაცია [სინდიკაცია - რამოდენიმე ვებ-კვანძზე ერთდროულად სიახლეების გამოქვეყნება ] ) ან Rich Site Summary, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს XML ფორმატში შექმნილ სპეციალურ არხს; პრაქტიკულად კი RSS არის საიტზე არსებული სიახლეების აღრიცხვის (ნახვის) ყველაზე მარტივი და ეფექტური მექანიზმი.

2. რა არის Google Reader – ი?

ეს არის ყველაზე მარტივი, ეფექტური და ძალიან კარგი RSS სიახლეების მენეჯერი, რომლის საშუალებითაც თუნდაც ერთდროულად 1000 ვებსაიტზე შესძლებთ სიახლეების (პოსტების) მონიტორინგს.

„Google Reader“ -ში თავს იყრის „პოსტები“ ყველა იმ ვებსაიტებიდან, რომელთაგანაც თქვენ გამოიწერეთ სიახლეები და აისახება ერთიანად ერთ ვებგვერდზე, ანუ აღარ არის საჭიროება მოინახულოთ კვლავ და კვლავ ასობით თქვენი ფავორიტი საიტები – ყველა სიახლე მოდის თქვენთან !!!

სურ. 2 Google reader - ის მუშაობის პრინციპი

სურ. 2 Google reader - ის მუშაობის პრინციპი

3. როგორ შევიდე „Google Reader“ – ში

„Google Reader“-ში შესასვლეად უნდა აკრიფოთ URL: http://google.com/reader, რის შემდეგაც გაივლით ავტორიზაციას თქვენი Google ანგარიშით და შეხვალთ GR - ის მთავარ ვებგვერდზე.

სურ. 3 Google Reader homepage

სურ. 3 Google Reader homepage

4. როგორ გამოვიწერო სხვადსხვა ვებსაიტებიდან RSS სიახლეები

არსებობს ვებსაიტებიდან RSS სიახლეების გამოწერის რამოდენიმე მეთოდი, რომელსაც ქვემოთ ჩამოგითვლით; ყოველივე მათგანის ცოდნა სასურველია თქვენთვის საწადელი მიზნის იოლად მისაღწევად, რადგან ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში სხვადსხვა ხერხის გამოყენება სჯობს.

4.1. ვიწერთ სიახლეებს პირდაპირ ჩვენი სასურველი ვებსაიტებიდან

იმისთვის, რომ სიახლეები გამოვიწეროთ საჭიროა ვებსაიტზე ვიპოვოთ შესაბამისი RSS ლოგო და მასზე დავკლიკოთ, რის შემდეგაც:

სურ. 4 ვებსაიტზე განთავსებული RSS ლოგო

სურ. 4 ვებსაიტზე განთავსებული RSS ლოგო

4.1.1 თუ თქვენ სარგებლობთ ბროუზერი Opera-თი

ბროუზერ Opera-ს აქვს თავისი RSS მენეჯრი, რომლის წყალობითაც მისამართების ზოლში (იხილეთ სურ. 5) თუკი კონკრეტულ ვებსაიტს აქვს RSS არხი, აუცილებლად გამოჩნდება სურათზე ნაჩვენები ლოგო.

მას შემდეგ რაც თქვენ დაკლიკავთ საიტზე განთავსებულ RSS ლოგოს ან ბროუზერი Opera-ს მენეჯერის RSS ღილაკს, ავტომატურად გადახვალთ (იხილეთ სურ. 6 და სურ. 7) გვერდზე საიდანაც უნდა აირჩიოთ რომელი მკითხველით გსურთ RSS სიახლეების გამოწერა, ჩვენს შემთხვევაში ავირჩიოთ Google Reader-ი, და დაკლიკოთ „გამოწერა“, გადახვალთ უშუალოდ GR-ში, სადაც გამოწერის დასტურისათვის უნდა დააჭიროთ ღილაკს „Subscribe“ (იხილეთ სურ. 8), რის შემდეგაც თქვენ დაინახავთ სასურველი ვებსაიტის ყველა სიახლეებს (პოსტებს). მოთეთრო ფერით იქნება შედარებით ახალი განახლებები და დაინახავთ, რომ ახალი RSS არხი დაემატება „Subscriptions“ მეუნიუში, რომელიც განთავსებულია „Google Reader“-ის ფანჯრის მარცხენა ქვედა მხარეს (იხილეთ სურ. 9).

სურ. 5 ბროუზერი Opera-ს RSS ლოგო

სურ. 5 ბროუზერი Opera-ს RSS ლოგო

სურ. 6

სურ. 6

სურ. 7 ბროუზერ opera-ში მკითხველის ამორჩევის პროცესი

სურ. 7 ბროუზერ opera-ში მკითხველის ამორჩევის პროცესი

სურ. 8 „Subscribe“ ღილაკი გამოწერების დასტურისათვის

სურ. 8 „Subscribe“ ღილაკი გამოწერების დასტურისათვის

სურ. 9 Subscriptions მენიუში დამატებული ახალი არხი

სურ. 9 Subscriptions მენიუში დამატებული ახალი არხი

4.1.2 თუ თქვენ სარგებლობთ ბროუზერი Firefox-ით (თუ გაქვთ RSS-ის Add-on – ი დაყენებული)

მოძებნეთ თქვენთვის სასურველ ვებსაიტზე RSS ლოგო და დაკლიკეთ (ლოგოზე), ამის შემდეგ გადახვალთ გვერდზე (იხილეთ სურ. 10) და გააკეთებთ თქვენთვის სასურველი წამკითხველის არჩევანს, რის შემდეგაც იგივე პროცესი მეორდება, რაც Opera-ს შემთხვევაში იყო.

სურ. 10 ბროუზერი Firefox-ში RSS სიახლეების გამოწერა

სურ. 10 ბროუზერი Firefox-ში RSS სიახლეების გამოწერა

4.1.3 თუ თქვენ სარგებლობთ ბროუზერი Google Chrome-ით (თუ გაქვთ RSS-ის Extention – ი დაყენებული)

მოძებნეთ თქვენთვის სასურველ ვებსაიტზე RSS ლოგო და დაკლიკეთ (ლოგოზე), ამის შემდეგ გადახვალთ გვერდზე (იხილეთ სურ. 11) და გააკეთეთ თქვენთვის სასურველი წამკითხველის არჩევანი, რის შემდეგაც იგივე პროცესი მეორდება რაც ბროუზერი Opera-ს შემთხვევაში.

სურ. 11  RSS სიახლის გამოწერა ბროუზერი Google Chrome-ის საშუალებით

სურ. 11 RSS სიახლის გამოწერა ბროუზერი Google Chrome-ის საშუალებით

4.1.4  თუ თქვენ დაკლიკეთ RSS ლოგო,  მაგრამ  არ  ჩაირთო არცერთი RSS მენეჯერი

თუ თქვენ დაკლიკვის შემდეგ დაინახავთ რომ გადახვედით ვებგვერდზე, რომელზედაც სიმბოლოების მეტი არაფერია, მაშინ უნდა დააკოპიროთ URL-ი და უნდა დაუბრუნდეთ „Google Reader”-ს, რომელშიც „Add a subscription“ ღილაკზე დაჭერით, გაიხსნება ფანჯარა, რომელშიც ჩასვამთ (past) ამ კოპირებულ მისამართს და დაკლიკავთ „Add” ღილაკს, რის შემდეგაც დაემატება „Subscriptions“ ბარში ახალი RSS არხი (იხილეთ სურ. 12)

სურ. 12 „Google Reader“-ში RSS არხის დამატება

სურ. 12 „Google Reader“-ში RSS არხის დამატება

4.1.5 სხვა შემთხვევები

შესაძლოა RSS ლოგოზე დაკლიკვის შემდეგ თქვენ გადახვიდეთ განსხვავებულ გვერდზე (რომელიც მე არ მიხსენებია), ნუ დაიბნევით, უბრალოდ წაიკითხეთ ყურადღებით და უპრობლემოდ შეძლებთ თქვენი საწადელი მიზნის მიღწევას. RSS feed -ის დამატების პრინციპი ხომ ძალზედ მარტივია!

4.2. RSS სიახლეების დამატება პირდაპირ „Google Reader”-იდან

4.1.4 თავში უკვე ვნახეთ, როგორ უნდა დავამატოთ სიახლეები პირდაპირ GR-ის „Add a subscription” ღილაკით. ამავე ღილაკის გამოყენებით შესაძლებელია თემატურად მოიძიოთ თქვენთვის სასურველი კატეგორია/თემა და შემდეგ შეარჩიოთ, რომელი ვებსაიტის RSS სიახლეები გამოიწეროთ.

მაგალითად, თუ ჩვენ დავკლიკავთ „Add a subscription” ღილაკს, გამოსულ ფანჯარაში ჩავწერთ „Social Media“-ს და დავაჭერთ „Add“ ღილაკს (იხილეთ სურ. 13) დავინახავთ, რომ შემოგვთავაზებს სხვადასხვა ვებსაიტების RSS არხებს. ასევე დავინახავთ, თითოეული ეს არხი რამდენ ადამიანს აქვს გამოწერილი, ხოლო „Subscribe“-ღილაკზე დაჭერით (რომელიც ყოველი ვებსაიტის RSS არხის ქვეშ არის განთავსებული) შევძლებთ გამოვიწეროთ სიახლეები ჩვენი შეხედულების მიხედვით.

სურ. 13

სურ. 13

5. „Google Reader“-ში გამოწერილი RSS არხების და „პოსტების/სტატიების“ ორგანიზება

თუ თქვენ გამოიწერეთ სიახლეები რამოდენიმე ათეული ვებსაიტიდან, აუცილებლად დაგჭირდებათ მათი  ისეთნაირად სორტირება, რომ საშუალება გქონდეთ:

  • თქვენთვის სასურველ დროს წაიკითხოთ რჩეული სტატია/სტატიები;
  • იოლად მიაგნოთ ერთი თემატურობის მქონე საიტებს;
  • რჩეულ სტატიებს მიანიჭოთ კონკრეტული კატეგორიები და ა.შ.

„Google Reader“-ს აქვს სტატიების და არხების ორგანიზების რამოდენიმე ეფექტური საშუალება, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ:

5.1 ვარსკვლავის მინიჭება

წარმოიდგინეთ, რომ შეხვედით თქვენს „Google Reader“-ში და გხვდებათ ახალი 1000 წაუკითხავი სტატია; დამეთანხმებით ალბათ, ასეთი რაოდენობის ერთ ჯერზე წაკითხვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ყველაზე კარგ შემთხვევაში შესძლებთ გადახედოთ სათაურებს. სწორედ ამ დროს არის ვარსკვლავის გამოყენება ეფექტური საშუალება; ყოველი სტატიის სათაურის გასწვრივ შენიშნავთ მკრთალ ვარსკვლავის ფორმას, რომელზედაც დაკლიკვის შემდეგ იგი შეიცვლის ფერს, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ თქვენ ეს კონკრეტული სტატია დაამატეთ თქვენს ვარსკვლავიან კატეგორიას (იხილეთ სურ. 15).

ვარსკვლავით აღნიშვნა ასევე გამოიყენება თქვენთვის სასურველი სტატიების რჩეულებში დასამატებლად.

სურ. 14

სურ. 14

სურ. 15

სურ. 15

5.2 ფოლდერის შექმნა

ყოველი სიახლის გამოწერის შემდეგ ვებსაიტის დასახელება/მისამართი (რომლისგანაც გაქვთ RSS სიახლეები გამოწერილი) აისახება „Subscriptions“ მენიუში და მათი რაოდენობა შეიძლება უზომოდ გაიზარდოს.

სურ. 16 ფოლდერის შექმნა

სურ. 16 ფოლდერის შექმნა

ეფექტური და ყველაზე მარტივი გამოსავალი სიახლეების კატეგორიებად ორგანიზებისათვის არის ფოლდერის/ფოლდერების შექმნა, ამისათვის საკმარისია ნებისმიერ თქვენს მიერ გამოწერილ სიახლესთან მიიყვანოთ მაუსის კურსორი, რის შემდეგაც გააქტიურდება პატარა ღილაკი (იხილეთ სურ. 16), ამ ღილაკზე მაუსის მარცხენა კლავიშზე ერთჯერადად დაკლიკვის შემდეგ გაიხსნება მენიუ, რომლის საშუალებითაც შესძლებთ შექმნათ ახალი ფოლდერი.

ფოლდერის გადაადგილებისათვის „Subscriptions“ მენიუში უბრალოდ მიიყვანეთ მასზე მაუსის კურსორი, დააჭირეთ მარცხენა ღილაკს და ხელაუღებლად გადაიტანეთ ნებისმიერი მიმართულებით (ზემოთ ან ქვემოთ). ანალოგიური მექანიზმით შეგიძლიათ სხვადასხვა ფოლდერებში სხვადსხვა ვებსაიტებიდან გამოწერილი სიახლეების დამატება/ამოღებაც.

სურ. 17

სურ. 17

5.3 „Tag“-ის დამატება

„Tag“-ის დამატება არის სტატიების/პოსტების ორგანიზების საუკეთესო მეთოდი.

„Google Reader“-ში „Tag“-ის შესაქმნელად საჭიროა სტატიის/პოსტის ნახვის რეჟიმში ყოფნის დროს დავკლიკოთ  „Edit tags“ ღილაკი (იხილეთ სურ. 18), რის შემდეგაც გაიხსნება პატარა ფანჯარა რომლიდანაც უნდა მიუთითოთ თქვენთის სასურველი „Tag“-ის დასახალება და დააჭირეთ ღილაკს „Save“. ამის შემდეგ  „Subscriptions“ მენიუში გაჩნდება შექმნილი კატეგორია („tag“-ი) იხილეთ სურ. 19.

სურ. 18 – „Tag”-ის დამატება „Google Reader”-ში

სურ. 18 – „Tag”-ის დამატება „Google Reader”-ში

სურ. 19

სურ. 19

5.4 „Send To“ ღილაკის შექმნა „Google Reader“-იდან გაუსვლელად სიახლეების სოციალურ ქსელებში გაზიარებისათვის

„Google Reader“-ის ერთ-ერთ შესანიშნავი ფუნქციათაგანი არის უშუალოდ „reader“-იდან გაუსვლელად სტატიების წაკითხვის შესაძლებლობა.

როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ „პოსტი“, რომელსაც ვკითხულობთ მოგვეწონა იმდენად, რომ გვინდა სოციალური ქსელების საშუალებით გავუზიაროთ ჩვენს მეგობრებს? ასეთი შემთხვევებისათვის GR-ს აქვს „Send to“ ღილაკი, რომელიც შეგვიძლია გავააქტიუროთ. ეს ასე კეთდება: შევდივართ Settings -> Reader Settings -> Send to ->, ვირჩევთ ჩვენთვის სასურველ სოციალურ ქსელებს -> Back to Google Reader, (იხილეთ სურ. 20), რის შემდეგაც ყოველი პოსტის ნახვისას მის ბოლოს დაინახავთ გააქტიურებულ „Send to“ ღილაკს, ხოლო მასზე დაკლიკვით და შემდეგ სოც. ქსელის ამორჩევით შესძლებთ უშუალოდ GR-იდან გააკეთოთ თქვენი სტატუსის განახლება.

სურ. 20 – GR-ში „Send to“ ღილაკის დაყენების ეტაპობრივი ინსტრუქცია

სურ. 20 – GR-ში „Send to“ ღილაკის დაყენების ეტაპობრივი ინსტრუქცია

6. პოსტების ეფექტური ძებნა (search) „Google Reader“-ში

ძიება „Google Reader“-ში არის შესანიშნავი ინსტრუმენტი, ერთდროულად ყველა თქვენთვის საინტერესო (ვებსაიტები, საიდანაც გამოწერილი გაქვთ  RSS სიახლეები) ვებგვერდებზე მოიძიოთ საინტერესო ფრაზა ან სათაური.

GR-ის საშუალებით შეგიძლიათ ძიება აწარმოოთ შემდეგი კრიტერიუმებით:

  • ყველა თქვენს დამატებულ სიახლეებში;
  • კონრეტულ საიტის სიახლეებში;
  • კონკრეტულ ფოლდერში;
  • კონკრეტულ „Tag”-ში;
  • ვარსკვავიან პოსტებში;
  • თქვენს გაზიარებულ პოსტებში;
  • თქვენი მეგობრების გაზიარებულ პოსტებში;
  • მოწონებულ სტატიებში და ა.შ.
სურ. 21

სურ. 21

7. „Google Reader“-ი მობილური ტელეფონებისათვის

„Google reader“-ს აქვს მობილური ტელეფონების მხარდაჭერაც, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ თქვენი მესამე თაობის ნებისმიერი მობილურით ისარგებლოთ GR რესვისით (მობლირით „Google Reader“-ში შესვლისას ავტომატურად იცვლება გვერდის დიზაინი და ხდება ძალიან კომფორტული სტატიების და ა.შ. კითხვა).  ამისათვის აკრიფეთ თქვენი მობილურიდან URL: reader.google.com, გაიარეთ ავტორიზაცია Google-ში და შესძლებთ უპრობლემოდ იკითხოთ თქვენი რჩეული გვერდები ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას.

Bookmark Google Reader - ვებსაიტებზე სიახლეების მონიტორინგის ყველაზე ეფექტური საშუალება!!!

About Akaki Sanadze

I’m just a person who likes social media, knows its power and believes that SM can and will increase business efficiency.
This entry was posted in ვიდეო გაკვეთილები, სოციალური ქსელები, Google-ის სერვისები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

6 Responses to Google Reader – ვებსაიტებზე სიახლეების მონიტორინგის ყველაზე ეფექტური საშუალება!!!

  1. ნუცა says:

    auu ძნელიაააა/ ვერ გავიგე :( ;(
    ნეტა ჩატით შეგძლოს რომ მასწავლო :(

    • დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით რითაც შევძლებ. უბრალოდ, მითხარით რომელი მეთოდია თქვენთვის მისაღები ურთიერთობისთვის და პრობლემა არ იქნება (twitter, facebook ან e-mail ??? თუ სხვა).

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s