copypastecharacter.com – სიმბოლოები და ნიშნები (♥★♪†♫✿☺©☼☂☞☆®) !!!

copypastcharacters.com

ხშირად გვჭირდება სხვადასხვა სიმბოლოების/ნიშნების გამოყენება: სოციალურ ქსელებში, ფორუმებზე, დოკუმენტებში და ა.შ., მაგრამ მათი კლავიატურის საშუალებით ჩაწერა არ არის ყოველთვის შესაძლებელი.

copypastecharacter არის ვებსაიტი რომელიც გვთავაზობს ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიმბოლოების ნუსხას.

Continue reading

Posted in WebApps, WebSites / ვებსაიტები | Tagged , , , , , | 1 Comment

sagadasaxado.com – სასაქონლო ზედნადებების და ინვოისების ონლაინ შევსება-ბეჭდვის ქართული სერვისი !!!

ხართ ბიზნესის ან კერძო საწარმოს მფლობელი? სისტემატურად გიწევთ საგადასახადო ფორმების გამოყენება? დაგღალათ უამრავი ნომრების, მისამართების და სახელების ხელით შევსებამ?

sagadasaxado.com არის შესანიშნავი ინტერნეტ სერვისი, რომელიც გაძლევთ საშუალებას მარტივად შექმნათ, შეავსოთ, დაბეჭდოთ სასაქონლო ზედნადებები (”აღრიცხვის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება სამეურნეო ოპერაციის, ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდების ფაქტი და რომლის გარეშე აკრძალურლია საქონლის ტრანსპორტირება, შენახვა და რეალიზაცია”) და ინვოისები უპრობლემოდ.

Continue reading

Posted in სასარგებლო ქართული ვებსაიტები, Business/ბიზნესი, WebApps, WebSites / ვებსაიტები | Tagged , , , , , , , | 1 Comment

Uwall.tv – YouTube-ში მუსიკის ძიების/აღმოჩენის/მოსმენის ყველაზე მარტივი, უბრალო და მართლაც საუკეთესო საშუალება !!!

uWalltv top songs and search

ხშირად უსმენთ მუსიკას YouTube-ში? ეძებთ ახალ მუსიკალურ შედევრებს? გიწევთ უამრავი ვიდეოს ნახვა ვიდრე სასურველ ნაწარმოებს იპოვით? თუ ამ კითხვებზე თქვენი პასუხი არის დადებითი, მაშინ Uwall.tv სწორედ თქვენთვისაა!

Uwall.tv გამოირჩევა ძალიან მარტივი და გასაგები დიზაინით. ვებსაიტზე შესვლისთანავე იხილავთ პოპულარული მუსიკალური შემსრულებლების უამრავ სურათს, ხოლო ყოველ მათგანზე დაკლიკვის შედეგად ჩაირთვება კონკრეტული შემსრულებლის საუკეთესო ნაწარმოებების ”playlist”-ი, რომელიც ავტომატურად სორტირებული იქნება პოპულარობის მიხედვით.

Continue reading

Posted in WebApps, WebSites / ვებსაიტები | Tagged , , , , | 2 Comments

Ninite – თქვენი ფავორიტი კომპ. პროგრამების ავტომატურად დაყენების საუკეთესო ხელსაწყო !!!

Ninite არის ვებ-სერვისი, რომელიც გვაძლევს საშუალებას უპრობლემოდ და ავტომატურად გავაკეთოთ ერთად რამდენიმე (მაგ: 5, 10 და ა.შ) პოპულარული/საჭირო, უფასო პროგრამების ინსტალაცია ჩვენს ოპერაციულ სისტემაში ისე, რომ  არ გვჭირდება ყოველი მათგანის (პროგრამის) ოფიციალურ ვებსაიტზე შესვლა, ,,setup”-ების გადმოწერა და უსასრულოდ კლიკვა next -> next -> next  ღილაკებზე; უბრალოდ, ანდეთ ninite-ს გააკეთოს ეს მოსაბეზრებელი სამუშაო (გადმოიწეროს თქვენს მიერ შერჩეული პროგრამების უახლესი ვერსიები და გააკეთოს მათი ინსტალაცია თქვენს ოპერაციულ სისტემაში)!

Continue reading

Posted in WebApps, WebSites / ვებსაიტები | Tagged , , , , , | 2 Comments

DropBox – ყველაზე სანდო, უსაფრთხო, მოხერხებული და უფასო ონლაინ საცავი !!!

DropBox-ი არის ფაილების ონლაინ საცავი, რომელიც იძლევა საშუალებას გამოიყენოთ 2გბ-დან 8 გბ-მდე მოცეულობის ვებ-სივრცე უფასოდ. ამ ტექნოლოგიის გამოსაყენებლად არ გჭირდებათ რაიმე ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ათვისება, უბრალოდ მოათავსეთ DropBox-ის ფოლდერში (რომელიც კომპიუტერის  “My Documents” ფოლდერში იქნება მოთავსებული) თქვენი დოკუმენტები ან ფაილები და ავტომატურად მოხდება მათი სინქრონიზაცია თქვენს ყველა კომპიუტერსა და DropBox-ის ვებ-გვერდზე.

DropBox-ი 100%-ით უსაფრთხოა და თამამად შეგიძლიათ ანდოთ მას მნიშნვნელოვანი ინფორმაცია, ფაილების დაკარგვისა და დაზიანების რისკის გარეშე.

ამ ტექნოლოგიის გამოყენება ნაკლებად დამოკიდებულს გაგხდით ე.წ. ”ფლეშკაზე” (USB flash Drive), რაც დამეთანხმებით ალბათ, რომ დიდი შეღავათია !

Continue reading

Posted in WebApps, WebSites / ვებსაიტები | Tagged , , , , , | 5 Comments

უნდა იცოდეთ: MediaFire – ატვირთეთ/გაუზიარეთ/შეინახეთ ფაილები ულიმიტოდ !!!

MediaFire-ი გაძლევთ საშუალებას შეინახოთ და გაუზიაროთ ნებიმიერი ფორმატის ფაილი, ყოველგვარი ლიმიტის გარეშე (შეუზღუდავი ვებ სივრცე).

ფაილების ატვირთვა

უფასო ანგარიშით, ყოველ ჯერზე მაქსიმუმ 200 მბ ზომის დოკუმენტების, ხოლო პარალელურ რეჟიმში კი 500 ფაილის ატვირთვა არის დაშვებული.
Continue reading

Posted in WebApps, WebSites / ვებსაიტები | Tagged , , , , , , | Leave a comment

Nutshellmail – მართეთ თქვენი სოც. მედია ანგარიშები მარტივად და ეფექტურად !!!

სოც. მედია აქტივობის კონტროლი, განსაკუთრებით კი მაშინ როცა ერთდროულად რამდენიმე სოციალური ქსელით სარგებლობთ, დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს.

ამ პროცესის გამარტივების მიზნით მრავალი ხელსაწყოა შექმნილი, რომელიც თავის მხრივ წარმატებულად ართმევს თავს ამგვარ პრობლემებს; ხოლო მათ შორის, ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესოა NutShellMail-ი.

Continue reading

Posted in უკატეგორიო | Tagged , | Leave a comment

Google Docs: 20 რამ რისი გაკეთაბაც Google-ის დოკუმენტების საშუალებით შეგიძლიათ !!!

თუ სისტემატურად გიწევთ მუშაობა ”Microsoft Office”-ის დოკუმენტებთან, მუდმივად სარგებლობთ ე.წ. ”ფლეშკებით”, იძულებული ხართ თან იქონიოთ იგი და თქვენთვის ნაცნობია მეხსიერების ბარათებით სარგებლობისას შექმნილი დისკომფორტი (რომ არაფერი ვთქვათ ვირუსებსა თუ ტროიანებზე), დღის განმავლობაში სარგებლობთ რამდენიმე კომპიუტერით და ხშირად გიწევთ კოლეგებთან ან მეგობრებთან ერთად ერთსადაიმავე დოკუმენტებზე მუშაობა/კორექტირება, მაშინ ”Google Docs”-ი ნამდვილად, საუკეთესო ალტერნატივა იქნება თქვენთვის!

რა არის “Google Docs” და რისთვის შემიძლია მისი გამოყენება?

Continue reading

Posted in Google-ის სერვისები, Social Media / სოც. მედია | Tagged , , , , , | Leave a comment

WebApps: გადააქციეთ PDF ფაილები “Microsoft Office Word”-ის დოკუმენტად!!!

 

თუკი თქვენ როდესმე დაგჭირვებიათ PDF ფაილების Word-ის დოკუმენტად გადაქცევა, მაშინ ConvertPDFtoWord სწორედ სათქვენო ვებ-აპლიკაციაა. მას, ისევე როგორც ნებისმიერ WebApp-ს არ სჭირდება ინსტალაცია; პირდაპირ, ონლაინ რეჟიმში შეგეძლებათ შეასრულოთ თქვენთვის სასურველი სამუშაო.

იმისთვის, რომ convertpdftoword.org-ით ისარგებლოთ:

  1. დაკლიკეთ ღილაკი “Browse” და კონვერტირებისთვის ამოირჩიეთ სასურველი PDF ფაილი;
  2. მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა, სადაც გამოგეგზავნებათ უკვე გამზადებული Word-ის დოკუმენტის გადმოსაწერი ლინკი.

გახსოვდეთ, რომ ConvertPDFtoWord-ს შეუძლია მხოლოდ 32 მბ-მდე ზომის ფაილების კონვერტირება.

Continue reading

Posted in WebApps, WebSites / ვებსაიტები | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | Leave a comment

WebApps: YouTube to mp3 – გადააქციეთ თქვენი რჩეული ვიდეო YouTube-იდან აუდიო ფაილად!!!

 

ალბათ არ იქნება ახალი თუ ვიტყვი, რომ YouTube-ი არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი და ხშირად, როდესაც ვნახულობ ჩემთვის სასურველ მუსიკას ან ინტერვიუებს ან ნებისმიერ სხვა რამეს, მიჩნდება სურვილი, რომ შემეძლოს YouTube-ის გარდა სხვა საშუალებებითაც (მობილურით, ipod, mp3 player და ა.შ. ) ამ ფაილების მოსმენა. ამისთვის საკმაოდ ბევრს ვწვალობდი სანამ არ აღმოვაჩინე youtube-mp3.org.

youtube-mp3.org არის ძალიან მარტივი ვებ აპლიკაცია რომელსაც თქვენი სასურველი ვიდეო ფაილი YouTube-იდან, უმოკლეს დროში გადაჰყავს mp3 აუდიო ფორმატში და გაძლევთ საშუალებას გადმოიწეროთ თქვენს კომპიუტერში.

იმისთვის, რომ YouTube-ის ვიდეოს გადავაქციოთ mp3 აუდიო ფაილად საჭიროა:

Continue reading

Posted in Social Media / სოც. მედია, WebApps, WebSites / ვებსაიტები | Tagged , | 2 Comments